четверг, 20 октября 2016 г.

ვის გაუგზავნა ვინსენტ ვან გოგმა თავის მოჭრილი ყური?






ვინსენტ ვილემ ვან გოგი იყო ჰოლანდიელი ფერმწერი და გრაფიკოსი.


  ვან გოგმა 27 წლის ასაკში დაიწყო ხატვის შესწავლა, რის განხორციელებაც ბელგიაში(ბრიუსელსა და ანტვერპენში) მოახერხა. 1886-1888 წლებში ვან გოგი საცხოვრებლად გადავიდა საფრანგეთში, პარიზში. მან ამ ხნის განმავლობაში კარგად აითვისა ფერმწერობა და მხატვრობა. 1880-იან წლების მიწურულს ვან გოგი დაავადდა, ის იწვა რამოდენიმე ფრანგულ საავადმყოფოში, მის გამოჯანმრთელებას ექიმები ვერ ახერხებდნენ და მან საბოლოოდ 1890 წელს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.ეს იყო მცირედი ინფორმაცია ვინსენტ ვან გოგის შესახებ. 
                                                                                     

 ახლა გადავიდეთ სტატის მთავარ თემაზე. ვის გაუგზავნა ვინსენტ ვან გოგმა თავისი მოჭრილი ყური? ვინსენტ ვან გოგმა საფრანგეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში, ნერვული შეტევის დროს ცალი ყური მოიჭრა. 128 წლის შემდეგ, გაირკვა იმ პიროვნების ვინაობა, ვისაც ცნობილმა ფერმწერმა თავის მოჭრილი ყური გაუგზავნა.იგი აღმოჩნდა გაბრიელა ბერლატიერი. გოგონა, რომელიც ფერმერის ოჯახში იზრდებოდა. ფრანგული  საავდმყოფოს არქივში, სადაც ვინსენტ ვან გოგი იწვა, რამოდენიმე საინტერესო ამონაწერი იპოვეს. გამომძიებლები არქვიზე დაყრდნობით გოგონას კვალს მიჰყვნენ, თუმცა მათ გასაიდუმლოებულ ურთიერთობის შესახებ ინფორმაციას ვერ მიაგნეს. გარკვეულ იქნა მხოლოდ ის, რომ ვან გოგის გარდაცვალებიდან რამოდენიმე წელიწადის შემდეგ, გოგონა დაქორწინდა. გაბრიელასთან გაგზავნილ კონვერტში, სადაც მისი მოჭრილი ყური იდო, შემდეგი სიტყვები ეწერა:                                                                                                                            "ყურადღებით იყავი და უსაფრთხოდ შეინახე!"                                                                                                      


     გამოძიება დღემდე გრძელდება. გარკვეულია მხოლოდ იმ გოგონას ვინაობა,ვისაც ვან გოგმა გაუგზავნა თავის მოჭრილი ყური. მაგრამ უცნობია თუ რატომ გაუგზავნა გოგონას მოჭრილი ყური და რას წარმოდგენდა გოგონა სინამდვილეში მისთვის?!                                                                                                                                                                             პ.ს  
                                               დიდი მადლობა ყურადღებისთვის!)) 





სტატიის ავტორი: თათუ გრიგოლია

Комментариев нет:

Отправить комментарий